დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს, რადგან თუ ათეულებზე მეტი შემთხვევა არ იქნება, პრობლემას დავძლევთ

მარინა ეზუგბაია

გამოქვეყნებულია  128 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მოსახლეობა თუ გამკაცრებულ ღონისძიებებს დაემორჩილებდა და ყველა წესს დაიცავს, იმედია აქვს, კორონავირუსის შემთხვევები ათეულებზე მეტი არ იქნება.

ეზუგბაიას თქმით, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაც უფრო ადვილად შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას.

„წინასწარ ნუ ვიტყვით, ათასები იქნება, თუ არა, ასეულებიც ნუ იქნება. ჩვენ რაღაც დარწმუნებული  ვართ, რომ არსებული სიტუაციიდან და გამკაცრების ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში, ჩვენი სურვილია და ვიმედოვნებთ, რომ ათეულებზე მეტი ნუ იქნება. თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ის რესურსები, რაც გვაქვს ჩვენ, ალბათ საკმარისი იქნება და პრობლემის დაძლევას შევძლებთ. ყველა ეტაპზე ერთი და იგივე რეკომენდაციაა, დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს, რადგან თუ ათეულებზე მეტი შემთხვევა არ იქნება, პრობლემას დავძლევთ
  • unipress