დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  105 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე არის "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონი, აქაც გაუსაძლისი მდგომარეობაა, არის კრიმინალის მაღალი დონე და ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. სერგო რატიანის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საჩხერე არის ქართული ოცნებისთვის, ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონი, მაგრამ ამ რაიონშიც ხალხს აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა. ისევე როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში, ამ რაიონშიც აწუხებს ხალხს კრიმინალი, აქაც აწუხებს ხალხს გაძვირებული ცხოვრება, აქაც აწუხებთ ხალხს უმუშევრობა და მათ პენსია და სოციალური დახმარება არაფერში არ ყოფნით. საჩხერეშიც ისე სჭირდება ხალხს ცვლილებები და მიხედვა, როგორც ეს დანარჩენ საქართველოში.ამიტომ ჩვენი გეგმაა, რომ არჩევნებში გამარჯვების და პროდასავლური კოალიციის შემდეგ, პირველივე თვეებში, წლის ბოლომდე, გავაორმაგოთ პენსია, სოციალური დახმარება, დევნილებისა და ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილი დახმარება და ამით გავაუმჯობესოთ საზოგადოების იმ ნაწილის ცხოვრება, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„დღეს სიმბოლურად აკაკი წერეთლის ბაღი შევარჩიეთ ამ წარდგენისათვის,სწორედ იმიტომ, რომ შეგვეხსენებინა ყველასთვის, რომ აკაკის მშობლიურ მხარეს არ უნდა ჩრდილავდეს ოლიგარქის სახელი.უნდა ვთქვათ, რომ საჩხერის მოსახლეობის პრობლემები უმეტესწილად არ განსხვავდებოდა ქვეყანაში სხვა მოქალაქეების პრობლემებისაგან.აქაც არის სიღარიბე, აქაც აწუხებს ხალხს სიღარიბე, აქაც არის ჯანდაცვის პრობლემები, განათლების სისტემის ჩამოშლა,კრიმინალი.ეს ყველაფერი აწუხებს აქაც ადამიანებს და დღეს რაც დავიანხე, არის ის,რომ აქ არის მზაობა, რომ საჩხერემ შეიტანოს წვლილი და იყოს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ საქართველოში.“ - განახადა სერგო რატიანმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ
  • unipress