დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს და მათ შორის, ერთად ვიმუშავებთ კოალიციურ მთავრობაში, რათა მოგარდეს როგორც ქუთაისელების წინაშე არსებული პრობლემები, ისე ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული პროლემები

ოთარ კახიძე

გამოქვეყნებულია  77 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა.

გახსნაზე ოთარ კახიძემ წარადგინა ევროპული საქართველოს გეგმა და აქტივობები, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ოთარ კახიძის ღია ოფისში მოსახლეობას გაუწევენ იურიდიულ დახმარებას, გაიმართება ლექციები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვა. კახიძის თქმით, ოფისია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც ქუთაისისთვის უკეთესი მომავალი სურს.

 

„ქუთაისში ევროპულმა საქართველომ დაიწყო კამპანია. ჩვენ გავხსენით ღია ოფისი, თამარ მეფის 40 ნომერში, სადაც იქნება ცალკე საკომუნიკაციო სივრცე ამომრჩეველთან, რათა ჩვენ აქ გავმართოთ საინტერესო დისკუსიები, შეხვედრები, განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც აწუხებთ მოსახლეობას, ვისაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს, რომლებიც ეხება რაინეარის შემოსვლას ქუთაისის საჰაერო სივრცეში, პარლამენტის სრულად გადმოტანას და დაბრუნებას ამ ქალაქში, აეროპორტში სატვირთო ტერმინალის დამატებას, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ქალაქში. ამავე დროს, ჩვენთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, წელს, მშიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს, ამისთის კი ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს და მათ შორის, ერთად ვიმუშავებთ კოალიციურ მთავრობაში, რათა მოგარდეს როგორც ქუთაისელების წინაშე არსებული პრობლემები, ისე ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული პროლემები.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • დავიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს და მათ შორის, ერთად ვიმუშავებთ კოალიციურ მთავრობაში, რათა მოგარდეს როგორც ქუთაისელების წინაშე არსებული პრობლემები, ისე ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული პროლემები
  • unipress