დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია  130 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს, გამოცდილი გუნდი სჭირდება.

„ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან საზოგადოებას ქვეყნისა და დემოკრატიის ერთად შენებისკენ მოუწოდა.

„მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ, კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია, კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ, კვლავ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
  • unipress