დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასი

გამოქვეყნებულია  107 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ასლანიდისა და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოსა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრივ) და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, შატაიძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის, გორგასლისა და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 18:30 საათიდან 20:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძისა და გეთიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთისა და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ = აცხადებენ "თელასში"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
  • unipress