"დეჟავუში" მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები

დეჟავუ

გამოქვეყნებულია  84 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

მუშებს გარკვეული მიზეზის გამო ორი დღით ადრე მოუწიათ კლუბში მისვლა - განაცხადა „ტვ პირველთან“ საუბრისას კლუბ „დეჟავუს“ დირექტორმა ნინო გვალაძემ. ნინო გვალაძე გამოძიების ვერსიას, რომ ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა არ ეთანხმება.

"ბიჭებმა თვითონ დააყენეს, დაამონტაჟეს. ექვსი თვეა არ გვიმუშავია, ეხლა ვამზადებდით ყველაფერს. შევამოწმეთ კონდინციონერი, ჩავრთეთ ორი დღის წინ და არ ჩაირთო. მოვიყვანეთ ისევ ეს ბიჭები და ამოწმებდნენ, ამ დროს არ ვიცი რა მოხდა, რატომ აფეთქდა.

ის ბალონი, რაც ჰქონდა არ ფეთქდება. ჟანდგბადის ბალონი საერთოდ არ არის აფეთქებული, შიგნით აბსოლუტურად არაფერია დაზიანებული. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა მოხდა, სულ ერთი თვის ნამუშევარი კონდინციონერი იყო და რომ არ ჩაირთო ერთი წუთითაც აღარ ვამუშავეთ. ყველანაირი ზომა დაცული იყო"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "დეჟავუში" მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები
  • unipress