დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  57 ნახვა განახლებულია 9 დღის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. ჭიაბერაშვილის თქმით, ამ დოკუმენტში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ ბიუჯეტს განიხილავს ახალი კოალიციური მთავრობა და ის იქნება მორგებული ხალხის საჭიროებებზე.

„დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ხარჯვის უფლება იმიტომ, რომ მასში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ამ ეპიდემიის პირობებში, არასწორი სტრატეგიის გამო, მთავრობამ დანაზოგები გაუნულა, შემოსავალი შეუმცირა და დააკარგვინა ათი ათასობით ოჯახს.

ბიუჯეტი კვლავ ისეთია წარმოდგენილი, როგორიც წინა წლებში იყო. კერძოდ, ამ ბიუჯეტით კარგად იცხოვრებს და კეთილდღეობაში იქნება „ქართული ოცნების“ ელიტა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფები, ხოლო მთელი მოსახლეობა არათუ დღევანდელ გაჭირვებაში, არამედ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდება. ამიტომ, ეს დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის მიერ გარდამტეხი ცვლილებები მოხდება. უკვე ახალი პარლამენტი, კოალიციური მთავრობა განიხილავს სულ სხვა ტიპის დოკუმენტს, რომელიც ხალხის საჭიროების მიერ იქნება შედგენილი.“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი
  • unipress