დონალდ ტრამპი უგუნურად უწყობს ხელს ძალადობის წახალისებას

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  76 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"ვგმობ ნებისმიერ ძალადობას ნებისმიერი მხრიდან და დონალდ ტრამპსაც იგივესკენ მოვუწოდებ. არ უნდა გავხდეთ ქვეყანა, რომელსაც საკუთარ თავთან გვაქვს ომი. რას ელოდება დონალდ ტრამპი ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილისა და დაყოფის გაღვივებით და მხარდამჭერების დაშინების პოლიტიკის გზით შეკრებით? ის უგუნურად უწყობს ხელს ძალადობის წახალისებას,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

"რესპუბლიკელები' დონალდ ტრამპის მხრიდან ძალადობის წახალისების მცდელობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტი კანონისა და წესრიგის აღდგენას ცდილობს. ისინი ქალაქებზე კონტროლის დაკარგვაში "დემოკრატ" მერებსა და შტატების გუბერნატორებს ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში თითქმის 3 თვეა რასიზმისა პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. საპროტესტო ტალღა მაისში, 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაღუპვას მოჰყვა, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დონალდ ტრამპი უგუნურად უწყობს ხელს ძალადობის წახალისებას
  • unipress