დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"მივმართავ მათ, ვინც მკითხა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას".
ცნობისთვის, აშშ-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრო. ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი მათი შემცვლელის ინაუგურაციაზე არ მივიდნენ. ანალოგიურად მოიქცა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც გადადგომის შემდეგ ჯერალდ ფორდის ფიცის დადების ცერემონიალზე არ მივიდა

0 კომენტარი