დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

დონბასი

გამოქვეყნებულია  417 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

დონბასში ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაში შევიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება 27 ივლისს, კიევის დროით 00:01 საათზე ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
  • unipress