დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება

ლევან გოფოძე

გამოქვეყნებულია  1,167 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოში დღეიდან ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის, ტესტირებაც დაიწყება:              

„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშნველოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშნველოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება
  • unipress