დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  309 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია.

შიდა გავრცელებიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, ყველამ, ვისაც ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართოს ექიმს".

ასევე, აღინისნა, რომ „პისიარ“ ლაბორატორია შესაძლოა, მარნეულშიც განთავსდეს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა - ამირან გამყრელიძე
  • unipress