დღეს პარლამენტში ჩემი ბოლო გამოსვლაა

ნუკრი ქანთარია

გამოქვეყნებულია  174 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას  განაცხადა.

ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისთვის განკუთვნილი ფლანგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებით შეივსება.

„ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მშვიდობიანი, ნორმალური არჩევნები ჩატარდება. აი, ეს მხარე შეივსება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით, იქნება გაცილებით უფრო მოტივირებული და ახალი ენერგიით გამსჭვალული ხალხი“, – განაცხადა ქანთარიამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
1
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დღეს პარლამენტში ჩემი ბოლო გამოსვლაა
  • unipress