დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს, ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა რაღაცას გაამკაცრებენ, არის უტიფარი სიცრუე

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  107 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ეს არის "ქართული ოცნების" და ივანიშვილის გუნდის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას:    

"ეს არის "ქართული ოცნები" და ივანიშვილის გუნდის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თუმცა როგორ გამოუვათ, ეს საკითხავია. ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განცხადება გააკეთეს, დღეს ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით. ამომრჩეველზე ზეწოლა, მოსყიდვა, თუნდაც ფარულობის იძულებით გამჟღავნება, ისედაც ძალადობის ფორმებია. პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

გვაქვს უმძიმესი დანაშაულებების შემთხვევები, სადაც არავინ არ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ. ერთ-ერთი მთავარი მაგალითია წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირი თავდასხმა დღისით, თუმცა არავინ არ დასჯილა. ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა რაღაცას გაამკაცრებენ და ეს საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემის რაიმე სახით მოგვარებაა, არის უტიფარი სიცრუე. დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს და როდესაც ივანიშვილის რეჟიმს ყველა მოძალადესთან კონტრაქტი აქვს, რომ თუ ჩვენ მხარეს ხარ,  ძალადობის ჩადენაზე კარტბლანში გექნება, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე".

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს, ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა რაღაცას გაამკაცრებენ, არის უტიფარი სიცრუე
  • unipress