ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

ევროკავშირი

გამოქვეყნებულია  50 ნახვა განახლებულია 11 დღის წინ

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

"ჩვენთვის ბელარუსში არსებული სიტუაცია ნათელია. ჩვენ 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მივიჩნევთ და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ" - აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

მისივე თქმით, ბელარუსში დაკავებულია 7 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი და ასევე არსებობს წამების 500-მდე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს
  • unipress