ევროკავშირი 20 ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი

გამოქვეყნებულია  77 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

Associated Press-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ოცამდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

"ჩვენ გვაქვს ზოგადი არგუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შედგეს სია და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი,“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა. კითხვაზე, უნდა დაუწესონ თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და უნდა გაუყინონ თუ არა აქტივები, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს.

"ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუკი პროგრესი არ იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ასევე მხარს უჭერს იმას, რომ ლუკაშენკო სიაში იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს "ტაქტიკური მიზეზები" იმისთვის, რომ ბელარუსის ლიდერი სიის მიღმა დარჩეს. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სიის ეტაპობრივად გაფართოვებას უჭერს მხარს, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგს არ დაიწყებს, სიაში კიდევ მეტი ადამიანის სახელი უნდა დაემატოს

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ევროკავშირი 20 ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
  • unipress