ევროპაში რამდენიმე მაღალჩინოსანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

მაიკ პომპეო

გამოქვეყნებულია  42 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპული ტურნე გააუქმა მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

მედიის ინფორმაციით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლუქსემბურგში თავდაპირველად დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, თუმცა დეტალები არ განუმარტავთ.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში ვიზიტების გაუქმება ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს დაუკავშირა.

13-14 იანვარს მაიკ პომპეოს ბრიუსელში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სოფი ვილმეს უნდა შეხვედროდა 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ევროპაში რამდენიმე მაღალჩინოსანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
  • unipress