ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს

ევროპა

გამოქვეყნებულია  225 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

BBC-ის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. 

გამოცემის ცნობით, საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 5 429 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კოვიდ 19-ზე მასობრივი ტესტირების დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს თავის როლი აქვს, თუმცა ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანი უნდა ჩაერთოს" - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 1 367 შემთხვევა დაფიქსირდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთში, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 3 594 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის რეგიონების ლიდერები ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და სკოლების გახსნის საკითხის განხილვას აპირებენ. კოვიდ 19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება ხორვატიაშიც, სადაც ტურიზმი ეკონომიკის ძირითადი სფეროა. ქვეყანაში, სადაც სულ 4.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 358 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აპრილის შემდეგ ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა შვეიცარიაშიც. ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ ციურიხშია გამოვლენილი. ხელისუფლების გადაწვეტილებით, ქალაქის კლუბებში გამართულ წვეულებებზე, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი, პირბადეების ტარება სავალდებულოა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს
  • unipress