"ევროპული საქართველო" ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს - გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  278 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს:    

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მიიღო ზურაბ ჯაფარიძემ, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, "ევროპული საქართველო" მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილენი არიან, დასრულდება, ასევე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველო" ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს - გიგა ბოკერია
  • unipress