"ევროპული საქართველო" იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას "ქართულ ოცნებას" და არ დავუჭერთ მხარს სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  89 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"ევროპული საქართველო" იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას "ქართულ ოცნებას" და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე – ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ და ოთარ კახიძემ ილაპარაკეს.

დავით ბაქრაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და მისი მმართველობა მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, ხოლო როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ისინი მხარს არ დაუჭერენ სააკაშვილს, რადგან უნდა დასრულდეს ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა
ამავდროულად, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ ვალდებულებასთან ერთად ევროპული საქართველო იღებს სხვადასხვა რეფორმის შესრულების ვადლებულებას, რომელიც გაწერილია პარტიის ვალდებულებათა ბარათში და „ხელშეკრულებაში ხალხთან“.

"ევროპული საქართველო" იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, უნდა მშვიდობიანად და პოლიტიკურად დასრულდეს ამ არჩევნებზე. და მეორე, არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობას.

ხაზს ვუსვამ, რომ განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რჩენა ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს მათ შორს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს" - თქვა დავით ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველო" იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას "ქართულ ოცნებას" და არ დავუჭერთ მხარს სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე
  • unipress