"ევროპული საქართველო" სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  178 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებს იყენებს იმ დირექტორებთან, რომელთაც ვადა ამოეწურათ. კაპანაძე მოითხოვს, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა მიეცეთ მათ მინიმალური გარანტია.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, თუ რას აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ დირექტორების ნაწილს ამოეწურა დირექტორობის ვადა. ვადა ამოწურული დირექტორების გადანიშვნა მოხდა შერჩევითად. თბილისში 110 დირექტორიდან 40-ს არ განუახლდა ვადა ანუ 40 დირექტორი შერჩევითად გაათავისუფლეს. მცხეთა-მთიანეთში 21-დან 6 დირექტორი ასევე შერჩევითად გათავისუფლდა, მათ შორისაა ის ქალბატონი, რომელიც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. სულ ახლახანს იგივე მოხდა ზუგდიდში, სადაც 29 დირექტორიდან 3 არ გადაინიშნა მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამ გადანიშნული დირექტორების შემთხვევაც არის კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, გამომდინარე იქედან, რომ მათი გადანიშვნა ხდება ბრძანდებით და გათავისუფლებაც შესაძლებელია ბრძანებით, ნებისმიერ დროს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სრული კონტროლი დაამყარეს დირექტორთა დიდ ნაწილზე ამ გადანიშვნა და არ დანიშვნის ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენი მოთხოვნაა, განათლების სამინისტრომ მიიღოს მორატორიუმი დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები “ქართული ოცნების” პირობებში იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მორატორიუმის გამოცხადება იქნება მათთვის მინიმალური გარანტიის მიცემა და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის მინიმალურად ჩვენება, რომ სკოლის რესურსის ბოროტად გამოყენება არ ხდება”, - განაცხადა კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპული საქართველო" სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს
  • unipress