"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სლოგანი წარადგინა - "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის"

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  149 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

'ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო სლოგანი წარადგინა -„შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“. როგორც "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, დღეს ცვლილებებია საჭირო და ეს ყველასთვის უდავოა. მათი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ მიმართულებას აჩვენებს.

„ის, რომ ცვლილებები გვჭირდება, ყველასთვის უდავოა. ყველას მოგვბეზრდა სიღარიბე, უიმედობა და უმუშევრობა. მაგრამ, ის რომ ცვლილებები გვინდა, არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად კარგად იქნება. ამიტომ, მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება კი არ არის ამოცანა, არამედ მთავარი ის არის, რომ ქართული ოცნება ისე შევცვალოთ, რომ შემდეგ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, სიღარიბე დავძლიოთ, კრიმინალი ავლაგმოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

ამ ყველაფრის სწორი ხედვა მხოლოდ ჩვენ, ევროპულ საქართველოს გაგვაჩნია. ამ ყველაფრის მისაღწევად სწორი კომპასია საჭირო, კომპასი, რომელიც გვიჩვენებს რა არის სწორი მიმართულება, კომპასი რომელიც გვიჩვენებს, რომ სიღარიბის დასაძლევად პენსიების, სოციალური დახმარებების და დევნილების დახმარებების გაორმაგებაა საჭირო და არა უმიზნო პროგრამებში ფულის ხარჯვა, კომპასი, რომელიც გვიჩვენებს, რომ გადასახადების დაწევით და ინვესტიციების მოზიდვით არის შესაძლებელი სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახებისთვის მეტი ფულის დატოვება და არა პოპულისტური დაპირებებით, რომლის სამყოფი ფული ბიუჯეტში უბრალოდ არ არის.

ჩვენ "ევროპული საქართველო" ვიქნებით თქვენი კომპასი, როგორ დავამარცხოთ ივანიშვილი და შემდეგ როგორ წავიყვანოთ წინ ქვეყანა, როგორ დავუბრუნოთ ხალხს კერძო საკუთრებაში მთავრობის მფლობელობაში მყოფი მიწები, საძოვრები, სახნავ-სათესები და სხვა საკუთრება, როგორ დავამარცხოთ კრიმინალი, ისე, რომ თან დავიცვათ ადამიანის უფლებები და როგორ შევქმნათ ისეთი ძლიერი საქართველო, რომელიც ღირსეულად დაიცავს თავის ინტერესებს, გახდება ევროპული ოჯახის წევრი და შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ოჯახები იყოს ძლიერი, წელგამართული, დაცული და მდიდარი.“ - აღნიშნულია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • "ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სლოგანი წარადგინა - "შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის"
  • unipress