ეპიდვითარების გამო, ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ პარლამენტის უკვე არჩეული წევრები გაივლიან

პარლამენტი

გამოქვეყნებულია  74 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საარჩენო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეული პირისთვის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს. ცვლილებების ინიციატორის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მომზადების აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდვითარებამ და კოვიდ ვირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ განაპირობა:

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 66 სუბიექტი დარეგისტრირდა, რომლებსაც ვალდებულება აქვთ წარადგინონ მაჟორიტარული და პროპორციული სიის კანდიდატები, რომელთა საერთო რაოდენობამ შესაძლოა 9000 პირი შეადგინოს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის ადამიანების ნარკოლოგიური შემოწმების გავლამ კი შესაძლოა დამატებითი რისკები გააჩინოს. ამიტომ მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება მხოლოდ უკვე პარლამენტის წევრად არჩეულ პირებზე გავრცელდება".

ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა 14 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე იმოქმედებს და იგი X მოწვევის პარლამენტის წევრებზე გავრცელდება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეპიდვითარების გამო, ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ პარლამენტის უკვე არჩეული წევრები გაივლიან
  • unipress