ერთპარტიული, ერთპიროვნული და ოლიგარქიული მმართველობის ალტერნატივა არის ევროპული, კოალიციური მთავრობა

აჰმედ იმამკულიევი

გამოქვეყნებულია  76 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მარნეულის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და აჰმედ იმამკულიევმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად დაასრულებს უიმედობას, უპერსპექტივობას და იმ მძიმე გაჭირვებას, რაც მთლიან საქართველოშია. აჰმედ იმამკლულიევის თქმით, "ევროპულ საქართველოს" აქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც მარნეულელებს ექნებათ მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

„კარგად ვხედავთ, როგორი განწყობაა მარნეულში და ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლებისათვის სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამ ადამიანებს ვერ დააშინებ, ამ ადამიანებს ვერაფერს ვერ აუკრძალავ და ამ ადამიანებს ვერ აიძულებ ხმა მისცენ გაჭირვების, სიღარიბის და კრიზისის გაგრძელებას. ხალხს უნდა ცვლილებები, ხალხი ითხოვს უკეთესობას და რაც არ უნდა იძალადოს ხელისუფლებამ ხალხზე, მით უფრო მწარედ დამარცხდება 31 ოქტომბრის არჩევნებში.

ამიტომ, განწყობა არის ძალიან ენერგიული, ძალიან საბრძოლო, ძალიან პოზიტიური, ყველა ელოდება ცვლილებებს და ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ 31 ოქტომბერს მარნეულის მაცხოვრებლებს და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს მოვუტანოთ სწორედ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ელოდება და ითხოვს ხალხი.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ყველამ უნდა შემოვხაზოთ "ევროპული საქართველო", რათა დავამთავროთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ოლიგარქიული მმართველობა.

"ევროპული საქართველოს" არჩევით ადამიანები აირჩევენ გაორმაგებულ პენსიებს, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებებს, უსაფრთხო გარემოს, გაძლიერებულ ეკონომიკას, მდიდარ ხალხს და არა მდიდარ ბიუროკრატებს და ამ ყველაფრის ვალდებულებას იღებს ჩვენი გუნდი“ - განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ერთპარტიული, ერთპიროვნული და ოლიგარქიული მმართველობის ალტერნატივა არის ევროპული, კოალიციური მთავრობა
  • unipress