ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა - ნადირაშვილი წულუკიანზე

ირმა ნადირაშვილი

გამოქვეყნებულია  97 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ის ვერ
განახორციელებს - ირმა ნადირაშვილი, თეა წულუკიანის ინიციატივაზე.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა
ნადირაშვილი, თეა წულუკიანის ინიციატივას ეხმაურება.
ირმა ნადირაშვილის თმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც პირდაპირ ერევა ადამიანების
პირად ცხოვრებაში.მისი თქმით, ეს ინიციატივა არის აბსურდული და ამას თეა წულუკიანი
ვერ განახორციელებს.
"ქართული ოცნება" არის ბნელი, არის მავნებელი და ბოროტი. სწორედ ამის გამოხატულება
იყო წულუკიანის ინიციატივა, რომელიც მოვისმინეთ. ალბათ არ დარჩება არცერთი
ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს ამ ინიციატივის შემოთავაზებას, ქართულმა
ოცნებამ და წულუკიანმა გადაწყვიტეს, რომ ჩაერიონ ადამიანების ყველაზე პირად საქმეში.
ის რაც საერთოდ არ არის მათი გადასაწყვეტი, ის რაც საერთოდ არ არის მათი საქმე, ეს არის
პირდაპირ ოჯახის საკითხებში ჩარევა, წყვილების საკითხებში ჩარევა, ეს არის აბსურდული
ინიციატივა. წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის
ნაცვლად, ყველა ოჯახის ნაცვლად, თუ როდის სურთ ადამიანებს ბავშვის ყოლა.კიდევ
ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი
განზრახვა, რასაც ის ვერ განახორციელებს.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა - ნადირაშვილი წულუკიანზე
  • unipress