ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს - კაპანაძე დეგნანის განცხადებაზე

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  106 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, კელი დეგნანის, განცხადებას ეხმაურება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ხმა მისცენ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში.
კაპანაძის თქმით, ეს პირველ რიგში არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რადგან სწორედ ხელისუფლება იყენებს არჩევნებში უკანონო მეთოდებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ ხელის არ წაუცდეს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რაც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს.


”კელი დეგნანის ეს განცხადება ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ იგულისხმება სწორედ ხელისუფლება, რადგან სწორედ ხელისუფლება და ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყენებს უკანონო მეთოდებს, იყენებს ძალადობას, იყენებს მოსყიდვას. ამით ოპოზიციური პარტიები დაკავებულები არ არიან, ევროპული საქართველო ნამდვილად ამაში შემჩნეული არ ყოფილა და ეს არის ძალიან ნათელი
გზავნილი ხელისუფლების მიმართ, ქართული ოცნების მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში, ისევე როგორც არჩევნების დღეს, ხელი არ წაუცდეს და არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ დარჩენილ დღეებში არ გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს - კაპანაძე დეგნანის განცხადებაზე
  • unipress