ეს არის პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა უნდა შევძლოთ ერთად დადომა

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  175 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, "ევროპული სქართველოს" წევრებმა საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად, ყველა უნდა გაერთიანდეს.

"დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. ეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული არის სწორედ ასეთი ღირებულება. ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება გამთლიანებული, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ამ მთავარ საკითხში, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ"

Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა უნდა შევძლოთ ერთად დადომა
  • unipress