ეს არის სრული დეგრადირება სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებიც ვეღარ უმკლავდებიან გაორმაგებულ, თუ გასამმაგებულ კრიმინალს

ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნებულია  44 ნახვა განახლებულია 1 თვის წინ

ეს არის კატასტროფა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა – ამის შესახებ განცხადება, "გამარჯვებული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

"ეს არის სრული კატასტროფა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა. ეს ადამიანი არის გალიდან გადმოსული და გამოიარა ამხელა გზა აღჭურვილობით და შეიარაღებით ისე, რომ არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც სპეცსამსახურებს არც სამართალდამცველებს, ესეც არის კატასტროფა. თუ ეს ადამიანი არის ადგილობრივი და მან ეს ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ არავის ინფორმაცია არ ჰქონდა, ესეც არის ასევე კატასტროფა. 

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე. პირველი: ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ხელშეკრულების და გარიგების სახით გააფორმა კრიმინალთან, მათი საარჩევნოდ გამოყენების მიზნით. 

მეორე: ეს არის სრული დეგრადირება სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებიც ვეღარ უმკლავდებიან გაორმაგებულ, თუ გასამმაგებულ კრიმინალს. 

და მესამე: ეს არის გამოწვეული იმ მძიმე სოციალური ფონით, რომელსაც ქვეყანაში ვაწყდებით, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში." - განაცხადა ოქრუაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის სრული დეგრადირება სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებიც ვეღარ უმკლავდებიან გაორმაგებულ, თუ გასამმაგებულ კრიმინალს
  • unipress