ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  173 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერები, სოხუმის დაცემიდან 27 წლის თავთანნ დაკავშირებით, გმირთა მოედანზე "აფხაზთა კრების" ინიციატივით გამართულ ღონისძიებას, სახელით "უკვდავების გადაძახილი", დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს დღე არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის ოკუპაცია. ბოკერიას თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება საქართველოს ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.      


"დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე, ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია, რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ადამიანების სიკვდილი, წამება, უამრავი მებრძოლი, რომელთა
სახელებიც ამ კედელზეა გამოსახული, შეეწირა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის.
ეს დღე არის შეხსენება ყველა ჩვენგანისათვის ამ ვალდებულების, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვიყოთ ფხიზლად, რომ არ დავუშვათ არასოდეს არცერთი შემდგომი თაობისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვა და რათქმაუნდა, ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ნაწილი,
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს ოკუპირებული" - განაცხადა გიგა ბოკერიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს თავისუფლების მტერმა, რუსეთმა, განახორციელა საქართველოს განუყოფელი ნაწილის სრული ოკუპაცია
  • unipress