ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია - გიგი უგულავა

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  415 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა:

"ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ მოსამართლისგან მოვისმინეთ, 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის. ეს არის მონსტრების კორპორაცია. მთლიანი სასამართლო ივანიშვილმა ხელში ჩაუგდო თავის ყმას - მურუსიძეს. აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ.  ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო ცარიელი კედლებია, სადაც მოკალათებულები არიან ჩმორი მოსამართლეები.

ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია - გიგი უგულავა
  • unipress