ეუთო/ოდირის გარკვეული რეკომენდაციები იყო, რომელიც არ იყო გაწერილი კანონმდებლობაში და ამის ხილვას ვისურვებდით

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  281 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ეუთო/ოდირის გარკვეული რეკომენდაციები იყო, რომელიც არ იყო გაწერილი კანონმდებლობაში და ამის ხილვას ვისურვებდით - ასე ეხმაურება საქართვლოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას:    

"იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც არ იყო გაწერილი კანონმდებლობაში და ამის ხილვას ვისურვებდით. ეს ოდირი-ს რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით განხორციელდება თუ არა ეს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოს, რომ ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მისვლას თავისუფლად, დაშინების გარეშე შეძლებს.

მნიშვნელოვანია კანონპროექტის მთლიანად წაკითხვა. იქ ძალიან ბევრი პოზიტიური კომენტარია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია საქართველომ და რისი კეთება უნდა განაგრძოს საქართველომ იმ გზაზე, რის ხილვასაც ისურვებდა აშშ. ესაა დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება. ცხადია, იქ არის მნიშვნელოვანი გზავნილები და როდესაც სენატორი რიშისგან, სენატორი შაჰინისგან და კონგრესის სხვა წარმომადგენლებისგან, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრობენ, მოდის ასეთი გზავნილი, ეს ყურადსაღებია. უნდა მოუსმინოთ მათ, რადგან ეს არის ის ხალხი, ვინც იცნობს საქართველოს და რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს წარმატებით“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეუთო/ოდირის გარკვეული რეკომენდაციები იყო, რომელიც არ იყო გაწერილი კანონმდებლობაში და ამის ხილვას ვისურვებდით
  • unipress