ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეჩერდეს

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  100 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გიგი წერეთლის თქმით, ეუთოს აქვს მუდმივი კონტაქტი ორივე მხარესთან და ცდილობს ამ კონფლიქტის დეესკალაციას და მოლაპარაკებების გაგრძელებას.

წერეთლის თქმით, ეს კონფლიქტი უქმნის საფრთხეს არამარტო ამ ქვეყნებს, არამედ მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური მოქმედებები, რათა მოვლენები არ განვითარდეს მსგავსი სცენარით.

„ეუთო როგორც რეგიონში კონფლიქტების მედიატორი, მოუწოდებს მხარეებს, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და ეუთოს მინკის ჯგუფის თანათავჯდომარეებთან ერთად გაგრძელდეს სამშვდობო მოლაპარაკებები. სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე კონფლიქტია, ამჯერად კიდევ უფრო დიდი მასშტაბის, არის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

დღეს საერთაშოროსი თანამეგობრობის ამოცანაა რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები და გამოინახოს მოლაპარაკებებით კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა. სომხეთიც და აზრებაიჯანიც ეუთოს წევრი ქვეყნებია და მათ ვალდებულებები გააჩნიათ რომ საომარი მოქმედებების გარეშე წარმართონ პროცესი და მოსახლოებამ მძიმე შედეგი არ მიიღოს.

ეს კონფლიქტი წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ეუთოს მოვალეობაა, რომ მისი მასშტაბები არ გაიზარდოს და მეტი მსხვერპლი აღარ იყოს.

სამწუხაროა, რომ მესამე ათწლეულია მუდმივად არის ძებნა სამხედრო ჩარევის გარეშე მოგვარდეს ეს დავა, აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. თუმცა ჯერ-ჯერობით, არც პოლიტიკური ნებაა და ვერც საერთაშოროსო მედიაცია შედეგს ვერ აღწევს. ამიტომ, უფრო მეტია გასაკეთებელი უფრო ეფექტური მოქმედებაა საჭირო, რათა მსგავსი სცენარით არ განვითარდეს მოვლენები.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის თქმით, კონტაქტი არსებობს ორივე მხარესთან, რათა მოხდეს სწრაფი დეესკალაცია და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეჩერდეს
  • unipress