„ეფლი“ და „გუგლი“ მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებელს შეატყობინებს, ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან

BBC

გამოქვეყნებულია  2,322 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

„ბიბისის" ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები „ეფლი“ და „გუგლი“ ერთობლივად მუშაობენ ტექნოლოგიაზე, „ეფლი“ და „გუგლი“ მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებელს შეატყობინებს, ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან. კომპანიები თავდაპირველად ცალკე აპლიკაციის შექმნას აპირებენ, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული ფუნქციის ოპერაციულ სისტემაში ჩანერგვას ისახავენ მიზნად.

ამერიკული კომპანიები საკუთარი იდეის განხორციელებისთვის „ბლუთუზის“ გამოყენებას გეგმავენ. სისტემა შემდეგნაირად იმუშავებს: თუ სმარტფონების ორ მფლობელს ერთმანეთთან კონტაქტის დროს ბლუთუზით ხდება ანონიმურად მონაცემების გაცვლა მოხდება. თუ მოგვიანებით, რომელიმეს ამ პირებს შორის კორონავირუსს დაუდგენენ, მისი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პროგრამაში რეგისტრირდება. ადამიანი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.

„გუგლი“ და „ეფლი“ აღნიშნავენ, რომ მონაცემების გაცლის დროს არ მოხდება პერსონალური ან ადგილსამყოფელთან დაკავშირებული მონაცემების ჩაწერა. კომპანიები აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ანონიმურობა და კონფიდენციალობა დაცული იქნება.

„პირადი მონაცემები, გამჭვირვალობა და თანხმობა ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით მივაღწიოთ ამ ინიციატივის ამუშავებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიები აღნიშნავენ, რომ საკუთარი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, როათა ნებისმიერ მსურველს მისი ანალიზის შესაძლებლობა ჰქონდეს      

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • „ეფლი“ და „გუგლი“ მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებელს შეატყობინებს, ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან
  • unipress