ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია

თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნებულია  250 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა  ტელეკომპანია „პირველის" ეთერში:         

„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ ერთ მილიონ მოსახლეზე გადავითვლით, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-300-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, უზარმაზარი განსხვავებაა. თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა შევიტანო სიცხადე - ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც".              

მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა.

"მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი.

მინდა მოსახლეობას ვთხოვო, გემუდარებით, რომ დავრჩეთ სახლში! ყველაზე მთავარია, დავრჩეთ სახლში. აუცილებლობის გარეშე მოვერიდოთ ყველანაირ შეკრებებს, ცოტა ხნით დავივიწყოთ შეკრებები, გართობა, ქორწილები, ქელეხები, გავიჭირვოთ ცოტა ხანი, რომ მართლა ცოტა ხანი გაგრძელდეს და „ეს ცოტა ხანი“ დიდხანს არ გაგვიგრძელდეს“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია
  • unipress