ვიზიტორებისადმი უცენზურო მიმართვების გამო, ბრიტანეთის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს

თუთიყუში

გამოქვეყნებულია  261 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

BBC -ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ხუთი თუთიყუში საზოგადოებისგან იზოლაციაში გადაიყვანეს, რადგან ისინი ვიზიტორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.

"ზოგიერთ ვიზიტორს ეს სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პარკს ბავშვები სტუმრობენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ფრინველები მნახველებისგან მოშორებით გადაგვეყვანა.

ვიმედოვნებ, რომ ახალ კოლონიებში ისინი სხვა სიტყვებს ისწავლიან. თუმცა, თუ ისინი სხვა თუთიყუშებს უცენზურო სიტყვებს ასწავლიან, ჩვენ გვეყოლება 250 ფრინველი, რომელიც იგინება", - განაცხადა პარკის ხელმძღვანელმა, სტივ ნიკოლსმა.

ცნობისთვის, ამავე ზოოპარკში არის კიდევ ერთი თუთიყუში ჩიკო, რომელიც ბიონსეს სიმღერებს მღერის და ისეთი პოპულარულია, რომ ინსტაგრამგვერდიც აქვს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვიზიტორებისადმი უცენზურო მიმართვების გამო, ბრიტანეთის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს
  • unipress