ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ხმების გადათვლას არ დავთანხმდებით

ირმა ინაშვილი

გამოქვეყნებულია  38 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა:  

"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩვენები საქართველოში სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. გადათვლას არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყუთები იყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან“. უამრავი მანიპულაცია უკვე განახორციელეს და გადათვლას აზრი არ აქვს".

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ხმების გადათვლას არ დავთანხმდებით
  • unipress