ვფიქრობ, ზუგდიდში ძარცვის ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  59 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა, გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან ისაუბრა.

წერეთელის თქმით, სასიხარულოა, რომ მძევლები განთავისუფლდნენ, თუმცა ეს ოპერაცია  მთლიანობაში ვერ ჩაითვლება წარმატებულად, რადგან მძარცველი არ არის დაკავებული და თანხაც არ არის დაბრუნებული.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ საქმის ასეთი დასასრული იქნება წამახალისებელი ამ ტიპის დანაშაულებებისათვის, ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის კი, დამნაშავის დაკავება და დასჯაა აუცილებელი.

„რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანა იყო ის, რომ მძევლები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ, ეს არის ძალიან კარგი და ყველას ვულოცავ ამ ამბავს, მაგრამ მთლიანობაში კარგად ჩატარებული ოპერაცია ყოველთვის, ყველა სტანდარტით, მაშინ ითვლება, როცა მძევლებიც განთავისუფლებულები არიან, მძარცველიც არის დაკავებული და ის ფულიც  დაბრუნებული.

შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ამბის ასეთი დასასრული   წამახალისებელი იქნება მსგავსი დანაშაულის. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, სწორედ სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად და ვინც ჩადის დანაშაულს ის დაისაჯოს.“ - აცხადებს წერეთელი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვფიქრობ, ზუგდიდში ძარცვის ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს
  • unipress