ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ

დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია  156 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

"ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!"- წერს დონალდ ტრამპი ტვიტერში.

"სიხარულით გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ის არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციით ჩვენ გადავწყვიტეთ "რემდისივირით" მკურნალობის დაწყება. მან პირველი დოზა მიიღო და მშვიდად ისვენებს" -  ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინ დილით თავად განაცხადა. "კოვიდ-19" დაუდასტურდა აშშ-ის პირველ ლედისაც. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ვოლტერ რიდის" სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ
  • unipress