ზესტაფონის ტაძარში თითოეულ მორწმუნეს ზეთი ერთჯერადი საცხით ეცხება - მეუფე მელქისედეკი

საქართველო

გამოქვეყნებულია  167 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის ინფორმაციით, 26 მარტს, ზესტაფონის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება ჩატარდება, რად დროსაც, "თითოეულ მორწმუნეს ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით". მელქისედეკ ხაჩიძემ ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"1. მსახურებისას მაქსიმალურად იქნება შესრულებული ყველა ის რეკომენდაცია, რაც შესაბამისი უწყებების მიერაა გაცემული, საგანგებო ვითარებასთან დაავშირებით.
2.მსახურების თითოეულ მონაწილეს ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ დადგეს ტაძრის ეზოში და სხვა ადამიანთან დაიცვას შესაბამისი დისტანცია (არანაკლებ 1 მეტრისა).
3.ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსის თუნდაც მცირე ნიშნები (ხველა, სურდო, ტემპერატურის მატება), ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ დარჩეს სახლში და არ დაესწროთ ღვთისმსახურებას. თითოეულმა ასეთ ადამიანს შეუძლია მიმართოს საუთარ სულიერ მოძღვარს, რის შემდეგაც მას ცალკე ჩაუტარდება შესაბამისი ღვთისმსახურება.
4.თითოეულ მორწმუნეს ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ზესტაფონის ტაძარში თითოეულ მორწმუნეს ზეთი ერთჯერადი საცხით ეცხება - მეუფე მელქისედეკი
  • unipress