ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია, მისი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" კი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი

ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნებულია  114 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია, მისი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი, კი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე  ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას:          

"ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი "ქართული ოცნების" მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, სხვა ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან - პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ "გირჩთან" შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია, მისი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" კი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი
  • unipress