თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერია

გამოქვეყნებულია  87 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს.

"აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის შემდეგ ტესტირება განმეორებითაც ჩაუტარდებათ. მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს" - განაცხადეს თბილისის მერიაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • unipress