თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა

თბილისი

გამოქვეყნებულია  2,149 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემაში განუცხადეს.

„ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ ავარიულად გამოირთო ავტოტრანსფორმატორი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ თბილისის ნაწილს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ავარიის მიზეზების დადგენა“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე დასახლებას. ესენია: კიკეთი, ტაბახმელა, კოჯორი, ნორიო.

ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა
  • unipress