თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თელასი

გამოქვეყნებულია  601 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის და ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
  • unipress