თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასი

გამოქვეყნებულია  371 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი - 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები –10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, ბეთანიის, კვესეთის და კიკეთის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, ოჯალეში, ვიქტორ კუპრაძის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე  მაჭავარიანი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
  • unipress