თბილისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს

გამოქვეყნებულია  72 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

,,გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფე­ის­ბუქში დაშავებულმა მოქალაქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თბილისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
  • unipress