თელავის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 850 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციური მეთოდით გაგრძელდება. მიზეზი სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
„მშობლებმა თავისი ინიციატივით დღეს გერმანულ სკოლაში არ მიიყვანეს შვილები, თუმცა სწავლა იქ დღეს განახლდა და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე. კვლევების შემდეგ,თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გერმანული სკოლაც გადავა დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, პედაგოგების ტესტირებას ჩაატარებენ და მათი რეკომენდაციების საფუძველზე გახდება ცნობილი, სკოლაში როდის განახლდება სასწავლო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებიდან, მოსწავლის ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა .

0 კომენტარი