თემურ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს

თემურ ჯანაშია

გამოქვეყნებულია  127 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მინსკში სპეციალური რეისით გამგზავრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს:     

"მოგეხსენებათ, მასობრივი ინფორმაციიის საშუალებით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრუდა სპეცრეისი თბილისი-მინსკი, რომლის მიზანსაც შეადგენდა საქართველოდან ბელარუსში საქართველოს ელჩის ჩაყვანა ბელარუსის რესპუბლიკაში. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ხარჯი სრულად გაიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა და ეს სპეცრეისი ემსახურებოდა ერთი ადამიანს, ერთი თანმდებობის პირის გადაყვანას. ერთი შეხედვით არაორდინალური არაფერია და მათაც განმარტეს, რომ როდესაც სახელმწიფოს აქვს გარკვეული საჭიროება, სახელმწიფო თავის რესურსებს და სახსრებს იყენებს. მაგრამ, აქ ჩნდება ერთი კითხვა, მოგეხსენებათ, „პიჯაკების საქმეზე“ თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წარდგენილი და ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება 2012 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიჯეტის სახსრებით ასევე ერთი თანამდებობის პირის რეიკიავიკიდან თბილისში გადმოფრენას. ეს პროკურატურას აქვს თითზე დახვეული, საუბარია გიორგი ტუღუშზე, რომელიც ამ დროს სახალხო დამცველი, ოფიციალური პირი იყო და ამ ხარჯის გაღებას პროკურატურა თემურაზ ჯანაშიას ბრალდების სახით ედავება. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა განსხვავებაა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით გიორგი ტუღუში იქნება თუ საგარეო უწყების სხვა თანამშრომელი? არავითარი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ერთადერთი. თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმჯსაჯულება და პროკურატურის მიზანს წრმოადგენს მისი დევნა, ამიტომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, სრულიად დაუსაბუთებლად ხდება ბრალდების წარდგენა. ხოლო მეორე შემთხვევაში, რადგანაც ეს ეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მათ წარმომადგენლებს, პროკურატურას კითხვის ნიშნები არ უჩნდება. 

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს თეიმურაზ ჯანაშიას საქმეს, შეწყვიტოს თემურ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისევ მიიჩნევს, რომ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე დევნას აქვს სამართლებრივი საფუძველი, ის ვალდებულია, მისმა უწყებამ დაიწყოს გამოძიება ბელარუსში საქართველოს ელჩის სპეციალური რეისით გადაფრენის ხარჯების კანონიერებასთან დაკავშირებით. ირაკლი შოთაძის სახელზე უკვე მომზადებული გვაქვს განცხადება, რომელსაც მომდევნო კვირის დასაწყისში შევიტანთ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თემურ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს
  • unipress