თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში, ეს ქუთაისია

გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია  97 ნახვა განახლებულია 4 თვის წინ

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისი დააზარალა და მას მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა. ამის შესახებ კანდელაკმა ქუთაისში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, რომ "ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ქუთაისს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.

„თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში, ეს არის ქუთაისი. ასევე, ძალიან დაზარალდა წყალტუბო. 1 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ააყვავებდა წყალტუბოს, იქ დაცარიელებულ სასტუმროებს ხელახლა გახსნიდა და წყალტუბო აივსებოდა ტურისტებით. ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ეს დაპირებაც აღმოჩნდა ტყუილი. ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, დღეს არის სრულიად დაკეტილი. მრავალი ადამიანი დგას სიღარიბის ზღვარზე. „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ გაიხსნება სხვადასხვა მსხვილი ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში, რაც იქნება გარდამტეხი ქუთაისის აეროპორტისათვის. ასევე, აუცილებლად გაიხსება სატვირთო ტერმინალი, რომელიც გაზრდის იმერეთის საექსპორტო პოტენციალს. დღეს არის ცვლილებების დრო და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში, ეს ქუთაისია
  • unipress