თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

ნატო-თურქეთი

გამოქვეყნებულია  56 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქეთისა და ალიანსის ურთიერთობაზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა თურქეთს ნატო-ს მისიებში გაწეული კონტრიბუციისთვის და პანდემიის დროს ალიანსის მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიესალმება ხმელთაშუა ზღვაში ინციდენტების რისკების შესამცირებლად შექმნილ მექანიზმს.
გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარაბაღში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა
  • unipress