თურქეთი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გამოქვეყნებულია  124 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას "ექვსეულის პლატფორმა" რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად", - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების გამო გამართულ აღლუმსა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თურქეთი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის
  • unipress